“თუ რატომ ვერ ახერხებს უკრაინული ჯარი ფრონტის ხაზებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას, ამ კითხვის ადრესატი, ზე მეტად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან” – ოლეგ ჟდანოვი

თუ რატომ ვერ ახერხებს უკრაინული ჯარი ფრონტის ხაზებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას, ამ კითხვის ადრესატი, ზე მეტად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ასეთი ვითარება იმის გამოა ჩამოყალიბებული, რომ ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს არ ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის ომსა და ამ ომში უკრაინის გამარჯვებას მსოფლიოში ახალი წესრიგის შექმნასა მშენებლობაში, – განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა, “ინტერპრესნიუსთან” ვრცელ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ომში ჩართულ არცერთ მხარეს არ აქვს სამხედრო პოტენციალი და საშუალება, განახორციელოს წარმატებული შეტევა.
“სამწუხაროდ, ოპერატიული მიმართულებების უდიდეს ნაწილში ინიციატივა მტერს აქვს და ისინი უკრაინულ მხარეს თავს ახვევენ პოზიციურ ომს. ეს ისაა, რაც აწყობს რუსეთის ფედერაციას. უნდა ითქვას, რომ რუსებმა ამის გაკეთება გარკვეულ მონაკვეთებზე ეფექტურად შეძლეს
დასავლელ პარტნიორებს ძირითადად ესმით, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს ამ ომში გამარჯვებისა და უკრაინის დამარცხების საშუალება. მაგრამ, როცა საკითხი ეხება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროში სწრაფად მიწოდებას.
ეს კი ისაა, რაც დღეისთვის არ სრულდება ჩვენი პარტნიორების მიერ. ამიტომაცაა, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ის სიტუაციაა, რასაც ვხედავთ”, – აცხადებს ჟდანოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება