თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა

თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ს თავმჯდომარეზე თავდასხმა
„ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმით, [რის შემდეგაც ამ თავდამსხმელზე საქმე აღიძრა], გამოჩნდა, რომ არავის არაფერი ეპატიება. ასევე, გამოჩნდა ისიც, თუ რა ორმაგი სტანდარტები აქვთ, გნებავთ, სალომე ზურაბიშვილს, თუ, გნებავთ – უცხოელ ელჩებს – არც ერთს არანაირი გაცხადება არ გაუკეთებია“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან ცესკოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტია, თუ რადიკალებს ვინმე არ ეთანხმება, მას საღებავსაც შეასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ ესვრიან, ამას კი ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
„[უცხო ქვეყნის ელჩები, თუ, მათ შორის, , ამ დუმილით] რას გვეუბნებიან, რომ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა, რის შედეგადაც მას თვალი დაუზიანდა, ევროპული ღირებულებაა? ეს რა სტანდარტია, გვიპასუხონ. როცა აქციის მონაწილემ პოლიციელს „მოლოტოვს კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად წვავდა, ამას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებდნენ და მსროლელი არ დაიჭიროთო, მოითხოვდნენ და ახლა, როცა ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხეს და სულ ცოტა, თვალი დაუზიანეს, ეს მორალურადაც არავის დაუგმია და არ უთქვამს, რომ მიუღებელია. ანუ, თუ [რადიკალებს] არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ, „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან, ცოცხლად დაგწვავენ და ა.შ. – ეს არის ევროპული ღირებულება?
გამობრძანდნენ ახლა ევროკავშირის ელჩი და სხვა სახელმწიფოების ელჩები, მანამდე რომ დამწკრივდნენ და იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მივიდნენ, რის შემდეგაც, სტრასბურგის სასამართლოდან მიიღეს ამაზე უარი და, სულ ცოტა, უბრალოდ, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა და თქვან, რომ არ შეიძლება ასეთი საქციელი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში