თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიკა მელია არის წითელი ხაზი, მით უარესი მათთვის – ნიკა გვარამია

„ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დიდი აქტორი იწყებს წითელი ხაზების შემოფარგვლას, ის ამით საკუთარ თავს იკნინებს.
„დავიცალოთ ემოციებისგან, მეხსიერებისგან, ყველაფრისგან და შევხედოთ ამას მშრალად. ეს არის მათემატიკური საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე. თუ იქნება შუაში გაერთიანება, ის არ იქნება მთავარი თანამონაწილე იმიტომ, რომ ის ბლოკი, რომელზეც მე ვსაუბრობდი აიღებს მეტ ხმას, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა და შეთანხმებები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ კონფიგურაციაში ყველაზე მეტს „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს თუ არა, ეს კონფიგურაცია მის გარეშე არის შეუძლებელი. ან თავი არ უნდა მოვიტყუოთ ან მაყურებელი, ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ. თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის წითელი ხაზი, მით უარესი მათთვის. წითელ ხაზებს დიდი აქტორი მითუმეტეს არ უნდა აწესებდეს. დიდ აქტორს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვს ქვეყნის წინაშე. როცა დიდი აქტორი იწყებს წითელი ხაზების შემოფარგვლას ის ამით იკნინებს საკუთარ თავს“, – აღნიშნა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!