“თუ მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ მოვიგეთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან…” – ემილიანო მარტინესი

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ბრაზილიასთან (4:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ “ალბისელესტე” 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებს, ის სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
“თუ მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ მოვიგებთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი უნდა მივცეთ.
ყველამ ვნახეთ, რომ არგენტინა მუნდიალის გამარჯვებული გახდა, პირადად მე, მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს, რა თქმა უნდა, თუ კვლავ მოვიგებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ არ აღვნიშნავთ ისე, როგორც ეს კატარის მუნდიალზე გავაკეთეთ”, – განაცხადა “ასტონ ვილას” კარის დარაჯმა BPlay-სთან
ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მიუხედავად ბრაზილიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, არგენტინამ მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ “სელესაოსთან” მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაინაღდა, როდესაც ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში