,,თუ მაგრები ხართ, იქამდე გაიფიცეთ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება… აა, ფულის დაკარგვა არ გინდათ? ფულის მონები ხართ და მაგიტომ“ – დაჩი ცაგურია

დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განცხადა:
„ყველა დაპირისპირებაში წინ პატარა გოგოებს და ბიჭებს აყენებენ, არღვევინებენ კანონს, ახალისებენ, მერე დგანან და მოთქვამენ. ის 250 მლნ დოლარი რომ არის შემოსული და რომ ჩაიკეცეს ჯიბეებში, ამ ბავშვებს რომ 1000-1000 ლარს მიუგდებენ, პატიმრებს ბარათზე რომ 500-500 ლარს ურიცხავენ და ვითომ მათზე ზრუნავენ – მეგობრებო, თქვენზე ესენი ფულს შოულობენ. დიდი ფული იშოვეს და კიდევ იან. დღეს ვითომ გაფიცვა რომ ჰქონდათ, მეცინება – ამ ხალხს 90-იანი წლებიდან ვიცნობთ, ჩემო პატარა დებო და ძმებო, ესენი ლარის გულისთვის თვალს გამოგთხრიან. ხუთწუთიანი გაფიცვა ჩაატარეს რომ ფული არ დაკარგონ. თუ ასეთი პრინციპულები და მაგრები ხართ, იქამდე გაიფიცეთ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. რატომ აქამდე არ იფიცებით? აა, ფულის დაკარგვა არ გინდათ? ფულის მონები ხართ და მაგიტომ, ქუჩაში მაგიტომ დარბიხართ და ამ ბავშვებსაც იმიტომ დაარბენინებთ, რომ მეტი მაყუთი იშოვოთ. გამკვირვებია, ამ ხალხს ნამუსი არ აქვს, თავისივე შემოსავლები დათვალონ, ვინ არიან ეს გაუმაძღრები – „დან“ დაწყებული, გინდა „პე ეს პე“, „კოკა კოლა“ და ა.შ., მათი შემოსავალი რამდენი იყო 2012 წლამდე და დღეს რამდენია? რამდენი ჰქონდათ მოგება. თქვენ რომ დაგაყენეს ქუჩაში ჩემო თანამოქალაქეებო, ამ კომპანიების რიგითო თანამშრომლებო, მოსთხოვეთ ამ კომპანიებს, ამოიღეთ მათი ყოველწლიური ანგარიშები – რამდენი ჰქონდათ 2012 წლამდე შემოსავლები და ახლა რამდენი აქვთ. რით ვერ გაძღნენ? ამ მშვიდობამ მოგვიტანა ეგ თქვენი შემოსავლები და მოგებები, ასტრალში რომ გახვედით. ში რატომ ვერ გადიან კომპანიები მილიარდიან მოგებებზე? დააფასე რა, რაც მიიღე. გადაფარებული რომ არის ამ ქვეყანაზე, შვილები, ოჯახი დავუსანქციროთო რომ არის ერთი ამბავი ატეხილი, ამ ადამიანმა და მისმა ხელისუფლებამ მოგიტანათ მშვიდობა, ეს შემოსავლები გაზრდილი მოგებები. კაცმა, თემურ ჭყონიამ ს ბაზარი დაიპყრო, და აქ მე და შენ ვართ პრორუსები?!“