თუ იქნება ინიცირებული შეხვედრა მთავრობის მხრიდან სიამოვნებით მივალ და ვეტყვი, თუ რა ხდება საქართველოში ტურიზმის სექტორში – შალვა ალავერდაშვილი

რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ,,კომერსანტი” შალვა ალავერდაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, მზად არიან თუ არა ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართონ. რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის სა და ბიზნესების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ცნობილი არ არის და ის მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მათი ვინაობა ვისთანაც შეხვედრა გამართა.
შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ სექტორი კატასტროფის წინაშეა და თბილისში სასტუმროების ზარალმა უკვე 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. მისი თქმით, სექტორი მხოლოდ ამ პერიოდში არ ზარალდება და მათ პრობლემები მომავალშიც ექნებათ, რადგან ჯავშნები აღარ კეთდება.
,,ე.წ. პრემიერი რას აპირებს ვერ გეტყვით. ვის ხვდება არ ვიცი. გაასაჯაროოს ვის შეხვდა. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია. 100%-ით დარწმუნებული ვარ. ტურიზმში კატასტროფული მდგომარეობაა. კატასტროფა ხდება თბილისის სასტუმროებში. მზად ვარ შევხვდე ნებისმიერს და ვუთხრა, რომ ამ წუთში თბილისის სასტუმროებში კატასტროფა ხდება. თუ იქნება ინიცირებული შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან სიამოვნებით მივალ და ვეტყვი, თუ რა ხდება საქართველოში ტურიზმის სექტორში. უკვე ძალიან დიდი ზარალია. ის კი არ არის, რომ მარტო ახლა აზარალებს, ზარალი არის ისიც, რომ ჯავშნები აღარ შემოდის. ქალაქის ცენტრში სასტუმროების ზარალმა 10 მილიონს გადააჭარბა.”- აცხადებს რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.