თუ ისინი შემოვლენ და კანონპროექტზე დაიწყებენ მსჯელობას, თუნდაც მწვავე კრიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ოპოზიციასთან ითანამშრომლონ იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამშრომლობა საქმიანი და კონსტრუქციული იქნება. საუბარი ეხება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება.
“რა თქმა უნდა, მზად ვართ ნორმალური თანამშრომლობისთვის, მაგრამ მათი მხრიდან, ეს ნორმალური თანამშრომლობა სიცილ-კისკისი იქნება, უცხო ქვეყნის პრეზიდენტების დაჭერის მცდელობა თუ მაგიდაზე შეხტომა სპიკერატში, ამას ჩვენ ვნახავთ. ასეთ რამეებს ნამდვილად არ მივიღებთ ნორმალურ თანამშრომლობად. თუ ისინი შემოვლენ და კანონპროექტზე დაიწყებენ მსჯელობას, თუნდაც მწვავე კრიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა