„თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოვახერხოთ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან…“ – ინგა გრიგოლია

„რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მათ უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ, უბრალოდ აღარ ვარსებობდეთ და სადაც წაიწევიან, ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს როგორ მდგომარეობაში აგდებენ ხომ ხედავთ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გრიგოლია აქციაზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აქციის გაშუქების დროს დაშავებულ ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება:
„ეს არის მიზანმიმართული კრიტიკული არხების მიმართ, რომ არ იყოს გადაღებული მტკიცებულებები. რაც შეიძლება ნაკლები კადრი ნახოს მაყურებელმა. ეს არის გამიზნული და საერთოდ უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ. თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოახერხონ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან. ესენი არიან უბრალოდ სადისტები. შოკისმომგვრელია ის ამბავი, რაც ახლა ხდება დედაქალაქის შუაგულში, რაც ორი დღეა ტრიალებს ამ ქალაქში. ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე“, – განაცხადა გრიგოლიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა