„თუ თქვენ რამე იცით (ე.ი. სუს-მაც იცის) და საიდუმლოდ ინახავთ, დროა გვითხრათ“ –

ანალიტიკოსი :
„კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას და კარგად აგვიხსნიან, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებენ ქუჩიდან ხელისუფლების ცვლილებას.
ეს უნდა გააკეთონ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების იზოლირება დასავლეთის მხრიდან, მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესის დამხმარე ინსტრუმენტია და არაუმეტეს ამისა.
თუ ამას კარგად აგვიხსნიან, შეიძლება ჩვენც შევიცვალოთ აზრი და მათ გავყვეთ.
ფეხების ბაკუნით, ყალბი ილუზიებით სისტემის ავტომატურ ჩამოშლაზე და თუნდაც პირადი გმირობის მაგალითებით პოლიტიკური ომის მოგება შეუძლებელია.
რევოლუციასაც კი ლეგიტიმური წინაპირობა და დრო ჭირდება. მე ასეთი მხოლოდ არჩევნების დღე ვიცი. თუ თქვენ რამე იცით (ე.ი. სუს-მაც იცის) და საიდუმლოდ ინახავთ, დროა გვითხრათ.“

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია