,, თუ ვინმე დღეს აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხელისუფლებაა” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს:
,,როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციური წესრიგის სივრციდან, ე.ი. იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინაააღმდეგება უზენაესი კანონის სულისკვეთებას, არღვევს ხალხის მიერ არჩევნებზე მინიჭებულ მანდატს და კარგავს ლეგიტიმაციას.
შესაბამისად, თუ ვინმე დღეს აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხელისუფლებაა, ხოლო ჩვენი ახალი თაობა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში დაკავებულია ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთით და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით.
ყველა, ვინც ამ პროცესში პუტჩისტი ხელისუფლების მხარეს დგას, ჩადის დანაშაულს კანონის, ხალხის და ისტორიის წინაშე.”

ასევე დაგაინტერესებთ