თუ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილმა ასობით მილიონი მხოლოდ სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილმა ასობით მილიონი მხოლოდ სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე გახდა მსხვილი ოლიგარქი და ასობით მილიონი დოლარის პატრონი.
„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი, ასობით მილიონი დოლარის პატრონი.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მან სასამართლოთი დოკუმენტირებულად დასაბუთებული და დღეს სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია, ვიდრე არსებობს ჯერ კიდევ,“ -წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად