ჩემი აზრით მშვენიერი საღამოა მითების დამსხვრევისთვის, ამიტომ თუ ვინმეს ისევ გიყვებათ, რომ “ტატუ სისხლს წამლავს და ამიტომ სისხლის გაცემა აკრძალულია ძმაო” ეს სურათი შეგიძლიათ აჩვენოთ. არაფერი არ არის აკრძალული, ცოტა მოცდის პერიოდია უბრალოდ ახალი ტატუს გაკეთების შემდეგ, ნორმალურ ქვეყნებში სადაც სერტიფიცირებული ტატუ სალონებია, იქ ეგ მოცდის პერიოდიც არ არის ან ძალიან მცირე დროა. არაფერი იმაზე აღმატებული ამ სამყაროში არ არის, რომ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოხლე, ეს ყველაზე მარტივად ორი გზით შეგიძლიათ:
გახდით დონორი და გაეცით ხოლმე სისხლი.
რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ გაიარეთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგები. ორივე ქმედებას აქვს თავისი ბონუს სარგებლებიც, სისხლის დონაცია გარკვეულწილად დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზეც და მცირე სკირნინგს გადიხართ უფასოდ, პირველადი დახმარების ცოდნა კი, პირველ რიგში თქვენი ოჯახის და ახლო მეგობრების უსაფრთხოებისთვის შეძენილი ფასდაუდებელი განათლებაა. Let’s Rock n Roll სისხლის ბანკი / Blood Bank HTMC
პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center