თუ ვინმეს აქვს კონკრეტული შენიშვნა და მოსაზრება, შეუძლია, თქვას და არგუმენტირებულად მოგვაწოდოს აზრი – ანრი ოხანაშვილი

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – ევროკომისიის 9 დათქმაზე თბილისში კონფერენციაზე მსჯელობენ. პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი უკვე მესამედ იმართება.
კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც უკვე გამოქვეყნდა. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ, გეგმის შედეგამდე, შეხვედრები უნდა გაიმართოს.
“ეს გეგმა არის სისტემური და ყოვლისმომცველი. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული შენიშვნა და მოსაზრება, შეუძლია თქვას. ასევე, შეუძლიათ არგუმენტირებულად მოგვაწოდონ აზრი, რა და როგორ უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. კარგია, რომ სამოქმედო გეგმამდე გავაკეთოთ შეხვედრა, სადაც პოზიციებს დააფიქსირებენ,”- აცხადებს ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს