“თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს” – NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ადმირალ რობ ბაუერმა გაიხსენა, თუ როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიის ქვეყნებში 2016 წლიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთი და თქვა:
მტერი წყვეტს, როდის და სად დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს. ახლა ჩვენ გვყავს რვა ასეთი ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისია.
გულუბრყვილობა იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც NATO მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში პასუხობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღის წარმოების უნარი, მაგრამ მისი ხარისხი მუდმივად იკლებს ომის დაწყებიდან. მათ აქვთ გარკვეული გეგმები, მაგრამ ომში არიან, ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ეს ადვილი არ იქნება.