,, თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასავლეთს ზუსტად, გულდაწყვეტის გარეშე ეცოდინება, რომ როგორც ავღანეთია თალიბების, ისე საქართველო “ოცნების” და დროა წასვლის” –

,, თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასავლეთს ზუსტად, გულდაწყვეტის გარეშე ეცოდინება, რომ როგორც ავღანეთია თალიბების, ისე საქართველო “ოცნების” და დროა წასვლის” –
-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
“ქართული ოცნების” ფალოსოფოსების ხვალინდელი “სადღეგრძელოები” “იმედზე” და მის სატელიტებზე:
“საქართველო არ იყიდება!”
“ჩვენი ღირსება არ შეიძლება ვაჭრობის საგანი გახდეს!”
“გლობალური ომის პარტია ცდილობს ქართული ჯარის გაძლიერებას, რათა უფრო ეფექტურად ჩაგვრთოს მესამე მსოფლიო ომში”.
ვცდები?…
გულწრფელად გაქვთ “ოცნების” კვინტესენციის კეთილგონიერების იმედი?…
—-
ამერიკელებმა სუფთა ამერიკული სვლა გააკეთეს “ოცნების” პრო-დასავლური ბლეფის საბოლოოდ გამოსააშკარავებლად. ისეთი შემოთავაზება დაიდო მაგიდაზე, რომელსაც მხოლოდ ორი პირდაპირი პასუხი აქვს: – კი! ან არა! ანუ “დასავლეთი” ან “”.
“ოცნება” ეგზისტენციალურ ჩიხში მოექცა. ამერიკის შემოთავაზებაზე დათანხმება ნიშნავს დემოკრატიული პროცესების ფორსირებას საქართველოში, რაც დიამეტრულად ეწინააღმდეგება “ოცნების” ტოტალიტარიზმს, რადგან ეს საბოლოოდ სახელისუფლებო კონტროლის დაკარგვას ნიშნავს.
დიდი ალბათობით, ევროკავშირი აუცილებლად მოინდომებს ამერიკის საპირწონე შეთავაზების დადებას მაგიდაზე. ამას მოითხოვს ჟანრის ლოგიკა. ეს იქნება კიდევ ერთი, მაგრამ ბოლო გზავნილი ქართველი ხალხისათვის.
ქართული სოციუმისათვის ამერიკული პაკეტი იძლევა ორ მოცემულობას:
1.აქამდე კიდევ მოყოყმანე სპექტრი ნეიტრალიტეტიდან უნდა გამოვიდეს და გააქტიურდეს;
2.აქამდე ისედაც აქტიურმა სპექტრმა უნდა იპოვოს სიმამაცე საკუთარი ნების გასატანად.
თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასავლეთს ზუსტად, გულდაწყვეტის გარეშე ეცოდინება, რომ როგორც ავღანეთია თალიბების, ისე საქართველო “ოცნების” და დროა წასვლის.
გვეცოდინება ჩვენც.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა