თუ გეგმა განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება – ზედანია „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი „ქართული ოცნების“ დაანონსებულ საგანმანათლებლო რეფორმას ეხმაურება.
ის Facebook- ზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს იმ უარყოფით შედეგებზე, რაც მისი აზრით ახალ საგანმანათლებლო რეფორმებს მოყვება.
მისი თქმით, თუ ეს დაგეგმილი გეგმა, რამდენადაც გავიგე, განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება.
„უდავოა, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი ბევრად და ბევრჯერ აღემატება ზოგადი განათლების ხარისხს. საქართველოს უნივერსიტეტებში ნამდვილად არის პროგრამები, რომლებიც ტოლს არ უდებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების პროგრამებს, გინდა სწავლებაში და გინდა – კვლევაში.
ევროპულმა ინტეგრაციამ უმაღლეს განათლების გაუმჯობესებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დადებითი როლი ითამაშა, რაც, ბუნებრივია, აკლდა ზოგადი განათლების სფეროს. ამიტომ, თუ რეფორმა იყო გასაკეთებელი, ზოგადით უნდა დაწყებულიყო.
ხოლო თუ ეს დაგეგმილი გეგმა, რამდენადაც გავიგე, განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება:
· სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი გავა თბილისიდან, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვისაც და განათლების პროცესისთვისაც – უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია;
· პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება (სტრუქტურული, ფინანსური, პოლიტიკური ფაქტორების გამო). სფერო დაკარგავს მაღალკვალიფიციურ კადრებს, ხოლო მომავალი სტუდენტებისთვის არ იქნება საკმარისი ადგილები;
· დარჩენილი უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს; ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული. განვითარების მთავარი მუხტი, რომელიც ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, საბოლოოდ მოკვდება.
შეიძლება ზოგიერთი ჩემი ‘წინასწარმეტყველების’ საფუძველი ნათელი არ იყოს, მაგრამ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება სწორედ ამას მკარნახობს. ზოგადად, თვით-სკეპტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხში ეჭვი – სამწუხაროდ – არ მეპარება”, – წერს გიგა გიგა ზე.
16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო, რესურსების ოპტიმიზაციის და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრების რეფორმები გააცნო.
„გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი იქნება უზრუნველყოფილი თითოეული სტუდენტისთვის შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.” – თქვა მ ბრიფინგზე.
· „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – კობახიძე განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს
ავტორი: ნინა სიგუა