“თუ გადაწყვიტა, რომ მოგებისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს, მას ვერც ერთი მცველი შეაჩერებს” – ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი თანაგუნდელის ს შესახებ ისაუბრა.
ნიგერიელის თქმით, როცა “კვარა” გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს, არ არსებობს მცველი, რომელიც ქართველის შეჩერებას მოახერხებს.
“ის გამაოგნებელი ტალანტია. როდესაც გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს, არ არსებობს მცველი, რომელიც მის შეჩერებას მოახერხებს.
ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ხვიჩამ ზუსტად იცის მოედნის რომელ მონაკვეთში ვიმყოფები და ზუსტი გადაცემებით მამარაგებს”, – განაცხადა ოსიმენმა @Obionepodcast-ის ეთერში.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” მორიგ მატჩს დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “რეალის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 23:55 საათზე დაიწყება.