თუ აღარ გსურთ “გირჩი”-ს რელიგიური ორგანიზაციის წევრობა, შეგიძლიათ შეიძინოთ მონანიების საბუთი

თუ აღარ გსურთ “გირჩი”-ს რელიგიური ორგანიზაციის წევრობა, შეგიძლიათ შეიძინოთ მონანიების საბუთი
“გირჩმა” მონანიების საბუთის გაყიდვა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ხართ ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” წევრი და აღარ გსურთ მათთან ყოფნა, შეიძენთ ე.წ მონანიების საბუთს, რომლის შემდეგაც გათავისუფლდებით წევრობისგან.
ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა და ჰერმან სზაბომ, ფეისბუქის ეთერში განაცხადეს.
ეს გადაწყვეტილება კი მათ ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღეს, როდესაც მათივე ორგანიზაციის წევრის ძმა ოფისში მივიდა, მიაყენა შეურაცხყოფა პარტიის თანამშრომლებს და ითხოვდა მონანიების საბუთს მისი ძმისთვის.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ მ სახის არეში დაზიანებები მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი