“თუ არ გეშინია, გელოდები, თუნდაც “იმედზე” – მეზვრიშვილი

კობახიძემ რუსულ კანონზე ღია დისკუსიაში გიწვევთო. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე რატომ არის რუსულიო. / Irakli Kobakhidze მაგ სიტყვებს თუ ჰაერზე არ ისვრი და მართლა არგუმენტების არ გეშინია, გელოდები როდის დამიძახებ თუნდაც „იმედზე“ (სიმონიან-სალავიოვებთან). მაგრამ წინასწარ გამოვიცნობ: არ ხარ დამძახებელი, როგორც მშიშარა, კომპლექსიან, ვერშემდგარ, დაპროგრამებულ თანამდებობის პირებს სჩვევიათ, ისევ ცალ კარში ჩამოდგები ხვალ.
თუ არ გეშინია ხალხმა პირდაპირ ეთერში გაიგოს, რომ ეგ რუსული კანონი არც FARA-ა, არც ფრანგული, არც კანადური, არც ავსტრალიური, არც ბრიტანული, გელოდები.