თუ ადამიანებს { ოპოზიციაში } მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მე ამას არ ვეთანხმები – ეს იქნება კატასტროფა და ანტისახელმწიფოებრივი

თუ ადამიანებს { ოპოზიციაში } მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მე ამას არ ვეთანხმები – ეს იქნება კატასტროფა და ანტისახელმწიფოებრივი
კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი არის დემოკრატიული გამოცდა და ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ანტისახელმწიფოებრივი იქნება.
„საჭიროა მეტი პროტესტი. კარგი, თუ ადამიანებს არ სჯერა ოპოზიციის და მიაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა – კი ბატონო. მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მე ერთი ვარ, მარტო ვარ და უმცირესობაში ვარ უკეთეს შემთხვევაში. ცალსახად, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, შევდივართო დღის წესრიგშიო.
საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი არის დემოკრატიული გამოცდა, შენ თუ არჩევნებზე უარს ამბობ და აქეთკენ მიდის „ქართული ოცნება“, მას უნდა, რომ ოპოზიციის გარეშე ჩაატაროს არჩევნები, აქ გაყალბებაც არ დაჭირდება ისე მიითვისებს ხელისუფლებას, აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას“, სხვები გამოაცხადებენ ბოიკოტს. ეს არის ნამდვილი „ქართული ოცნების“ ქართული ოცნება, რეალური, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა