თურქული ჩაის TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა ბელგია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ია

თურქეთიდან ჩაის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85 პროცენტით გაიზარდა – 12 მილიონ 11 ათას 763 დოლარამდე. ამის შესახებ Anadolu-ს აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ საფეტ კალონჩუმ განუცხადა.
მისი თქმით, პირველ ხუთ თვეში თურქეთმა ჩაი 110 ქვეყანაში და თავისუფალ ზონაში გაიტანა.
ჯამში 2468 ტონა ჩაი 12 მილიონ 11 ათას 763 დოლარად გავიდა. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, თურქული ჩაის 3 იმპორტიორთა შორის არიან ბელგია, დიდი ბრიტანეთი და .
განსახილველ პერიოდში ბელგიაში 4 მილიონ 767 ათას 435 დოლარის ჩაი გაიყიდა, დიდ ბრიტანეთში 1 მილიონ 562 ათას 4 დოლარი და აშშ-ში 876 ათას 265 დოლარი, აღნიშნა კალენკუმ.