თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქარიშხლის დროს ჩაიძირა, – ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა.
„როცა არახელსაყრელი ამინდის პირობები გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას