თურქულმა ავიაკომპანიებმა შემოიღეს ჯარიმების სისტემა იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ადგილებს თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.
კომპანიების კლიენტები ვალდებულნი არიან, თავიანთ ადგილებზე დარჩნენ მანამ, სანამ თვითმფრინავი სრულად გაჩერდება და „შეიკარით ღვედები“ ნიშანი არ გაქრება. მგზავრებს ასევე ეკრძალებათ ბორტზე ნებისმიერი სიგარეტის ან ელექტრონული მოწყობილობის მოწევა. თავის მხრივ, ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან გააფრთხილონ, რომ ამ წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დაახლოებით $520 ჯარიმა.
ამ წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა სტანდარტები მხოლოდ 2024 წლის ბოლოს გადაიხედა. სამოქალაქო ავიაციის ორგანომ ბოლო დროს მგზავრებისგან მრავალი საჩივარი მიიღო, ყველაზე ხშირად, მოქალაქეები უჩიოდნენ მგზავრებს, რომლებიც გაჩერებამდე დგებიან ადგილებიდან და თაროებიდან ხელბარგის ამოღებას იწყებენ.
