თურქი ვარსკვლავის, ტარკანის ცხოვრება სცენის მიღმა – რომანი გულშემატკივართან, შვილი რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება – Marao

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მომ­ღე­რა­ლი ტარ­კა­ნი არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა, წლე­ბის წინ, ტარ­კა­ნის ჰი­ტე­ბის ტალ­ღამ ქარ­თვე­ლებ­საც გა­და­უ­ა­რა.
ის მუდ­მი­ვად ავ­სებს დარ­ბა­ზებს, აქვს ნიჭი, ენერ­გი­ით და­მუხ­ტოს მი­ლი­ო­ნო­ბით აუ­დი­ტო­რია. 2000-იან წლებ­ში თურ­ქმა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სტა­დი­ო­ნი შე­ავ­სო. მო­დით, უფრო მეტი გა­ვი­გოთ ტარ­კან­ზე, რო­გორ და­ი­წყო მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და რა­ტომ არ ჩანს ძვე­ლე­ბუ­რად მომ­ღე­რა­ლი.1972 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ალ­ზე­ი­ში, ტე­ვე­ტ­ოღ­ლუს ოჯახ­ში ბიჭი და­ი­ბა­და. მშობ­ლებ­მა, ალიმ და ნე­შემ სა­ხე­ლად ტარ­კა­ნი და­არ­ქვეს, 60-იან წლებ­ში თურ­ქეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის გმი­რის პა­ტივ­სა­ცე­მად. მომ­ღერ­ლის მე­ო­რე სა­ხე­ლი, ჰუ­სა­მე­თი­ნი, ნიშ­ნავს “ბასრ ხმალს”, რად­გან მისი ბა­ბუა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის გმი­რი იყო.
ორ­სუ­ლო­ბის დროს დედა ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და კო­მა­ში ჩა­ვარ­და, რის შემ­დე­გაც ტარ­კა­ნის და­ბა­დე­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა. ექი­მე­ბი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­დნენ ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტას, მამა თით­ქმის და­თან­ხმდა, მაგ­რამ შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რეს. მამა ამ­ბობ­და, რომ გა­და­ფიქ­რე­ბის მი­ზე­ზი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სიზ­მა­რი იყო.
ბი­ჭის დიდი ბე­ბია-ბა­ბუა ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ტარ­კა­ნი და­ი­ბა­და, მაგ­რამ 1986 წელს ოჯა­ხი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. მა­მამ და უფ­როს­მა ძმებ­მა სა­მუ­შაო იპო­ვეს, ბიჭ­მა კი სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა. სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­საც იღებ­და, ხოლო დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. ამ დროს მას არა­ვინ იც­ნობ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ქორ­წი­ლებ­ში ემ­ღე­რა. 1995 წელს მომ­ღერ­ლის მამა გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.
მალე დედა ისევ და­ქორ­წინ­და. იმა­ვე წელს ტარ­კა­ნი ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სამ­წლი­ა­ნი გა­და­ვა­დე­ბის შემ­დეგ, მან თურ­ქე­თი და­ტო­ვა. რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­ეძ­ლო მხო­ლოდ 28 დღე ემ­სა­ხუ­რა ჯარ­ში, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.
ტარ­კა­ნი თა­ვის და­ბა­დე­ბის ად­გილს, გერ­მა­ნი­ას ხში­რად სტუმ­რობ­და. ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს İstanbul Plak ეტი­კე­ტის დი­რექ­ტორს, მეჰ­მეთ სო­ი­უ­ტუ­ლუს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ ვარ­სკვლავ­ში დიდი პერ­სპექ­ტი­ვა, ნიჭი და ქა­რიზ­მა და­ი­ნა­ხა. ბიზ­ნეს­მე­ნის წყა­ლო­ბით, ტარ­კან­მა პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი “Yine Sensiz” გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი დის­კის წარ­მა­ტე­ბას მე­ო­რე ალ­ბო­მი მოჰ­ყვა. მა­ლე­ვე და­ი­წყო მისი პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ტურ­ნე.
თა­ვი­დან ტარ­კანს ძი­რი­თა­დად, მიგ­რანტ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თურ­ქი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი უს­მენ­დნენ, მალე ევ­რო­პე­ლი მსმე­ნე­ლიც შე­ე­მა­ტა.
მე­სა­მე ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით “კარ­მა” 2001 წელს გა­მო­ვი­და. ტრი­უმ­ფი შედ­გა და ევ­რო­პა­ში 1 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. ალ­ბომ­ში შე­დი­ო­და ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სინ­გლე­ბი, რო­გო­რი­ცაა “Kuzu-Kuzu” და “Hüp”. ტარ­კა­ნი გახ­და ვარ­სკვლა­ვი არა მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ფანკლუ­ბე­ბით, ევ­რო­პა­სა და მექ­სი­კა­ში. 2002 წელს, თურ­ქეთ­ში გა­მარ­თუ­ლი ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, ტარ­კა­ნი არა მხო­ლოდ გახ­და ამ მოვ­ლე­ნის მთა­ვა­რი თი­ლის­მა, არა­მედ თა­ვად და­წე­რა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ჰიმ­ნი. 2003 წელს მომ­ღე­რალ­მა გა­მო­უშ­ვა მინი ალ­ბო­მი “Dudu” სა­კუ­თარ ლე­იბლზე HITT Music. შემ­დე­გი ორი ალ­ბო­მი, “Metamorfoz” და “Adımı Kalbine Yaz”, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. თა­ვი­სი ბოლო ალ­ბო­მის­თვის ტარ­კან­მა მი­ი­ღო თურ­ქე­თის მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო ოთხ კა­ტე­გო­რი­ა­ში.
ახა­ლი ათას­წლე­უ­ლის და­სა­წყის­ში სიმ­ღე­რამ “Şımarık” მას ევ­რო­პუ­ლი პოპ-მუ­სი­კის მთა­ვა­რი შემ­სრუ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლი მო­უ­ტა­ნა. სიმ­ღე­რა “Dudu” კი ევ­რო­პა პლუ­სის ჩარ­ტში 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა. მაგ­რამ მსმე­ნე­ლის­თვის ტარ­კა­ნის მთა­ვა­რი ჰიტი იყო სიმ­ღე­რა “Şıkıdım”.

ასევე დაგაინტერესებთ