თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ინიშნება

საქართველოს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ეყოლება.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ განკარგულების მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა ელჩების კანდიდატურები:
· კუბაში — გიგლა ბარამიძე
· შვეიცარიაში — შოთა გეწაძე
· თურქეთში — არჩილ კალანდია
ელჩის მოვალეობის შესრულებას ისინი 1-ლი აპრილიდან უნდა შეუდგნენ.
არჩილ კალანდია მანამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, შოთა გეწაძე შვეიცარიაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის პოსტს იკავებდა.
გიგლა ბარამიძე ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი იყო. კუბაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის დიპლომატიურ მისიას 2024 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს