თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა – ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს

თურქულმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ თურქეთში მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო 23 ნოემბერს სტამბოლიდან და სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი 38 რეისი (10 შიდა და 28 საერთაშორისო) გაუქმდა.

განცხადება გაავრცელა საბიჰა გოკჩენის აეროპორტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ  მეტეოროლოგიური საგანგებო კომიტეტის გადაწყვეტილებით 15:00 საათამდე ფრენების 10 პროცენტი გაუქმდება.

განცხადებაში მგზავრებს ურჩიეს, თვალყური ადევნონ ფრენების უახლეს სტატუსს შესაბამისი ავიაკომპანიის ვებსაიტებსა და ქოლ-ცენტრებში.

სტამბოლში დღეს ჩრდილოეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი 50-70კმ/სთ სიჩქარით,ზღვაზე შტორმი. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქარის სიმძლავრე შაბათს საღამოსთვის დაიკლებს.

ასევე დაგაინტერესებთ