თურქეთში -ის ელჩი – აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთში -ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს ზანგეზურის დერეფნის მართვის აშშ-თვის გადაბარება შესთავაზა.
„ისინი 32 კილომეტრიანი გზის შესახებ კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. 32 კილომეტრიანი გზის საკითხი უკვე ათწლეულებია გაჭიანურებულია“, – განაცხადა ბარაკმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ დერეფნის მართვის გადაბარებისას საუბარია ასწლიანი იჯარის შესახებ.
„ასე რომ, რაც ხდება ის არის, რომ საქმეში ამერიკა ერევა და ამბობს: „კარგი, კონტროლს ჩვენ ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრის სიგრძის გზა ასწლიანი იჯარით და ყველას შეგიძლიათ მისით ისარგებლოთ“, – აღნიშნა თურქეთში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!