თურქეთმა უნგრეთს მოუგო – ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს?

ერთა ლიგაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ორი მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა.
როგორც იცით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს და თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ესპანეთმა სტუმრად კაცნაკლულ ნიდერლანდებთან ფრეს (2:2) მიაღწია, თურქეთმა კი სახლში უნგრეთს 3:1 სძლია და მომავალ სეზონში ერთა ლიგის A დივიზიონში ასპარეზობისკენ ნაბიჯი გადადგა.
ნიდერლანდები – ესპანეთი 2:2
გოლები: 0:1 ნ. უილიამსი (9), 1:1 გაკპო (28), 2:1 რეინდერსი (46), 2:2 მერინო (90+3)
გაძევება: ჰატო (81, ნიდერლანდები)
თურქეთი – უნგრეთი 3:1
გოლები: 1:0 კეკჩიუ (9), 1:1 შეფერი (25), 2:1 აკტიურკოღლუ (69), 3:1 კაჰვეჩი (73)
– ესპანეთის ეროვნული გუნდი ბოლო 17 დაპირისპირებაში დაუმარცხებელია – 14 მოგება და 3 ფრე.
საპასუხო შეხვედრები 23 მარტს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში