თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთმა, რომელსაც გუნდის ლიდერი ჩალჰანოღლუ ვერ დაეხმარა, ავსტრია 2:1 დაამარცხა.
თურქები პირველივე წუთზე ცენტრალურმა მცველმა დემირალმა დააწინაურა. ამას ავსტრიელთა უშედეგო შტურმი მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა და დაძაბული პირველი ტაიმი მონტელას გუნდმა 1:0 მოიგო. 56-ე წუთზე დემირალმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით პენტცის კარში მიუჩინა ადგილი და დუბლი შეასრულა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გრეგორიჩმა ანგარიში შეამცირა და ეს გოლიც კუთხურის შედეგად გავიდა. აქედან მოყოლებული ავსტრიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ ვერ გაიტანეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.
6 ივლისს, მეოთხედფინალში თურქეთი ნიდერლანდებს შეხვდება.
ავსტრია – თურქეთი 1:2
გოლები: 0:1 დემირალი (1), 0:2 დემირალი (59), 1:2 გრეგორიჩი (66)

ასევე დაგაინტერესებთ