თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, 33 მლრდ მ³-ი გაზის ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოაწერა

თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, 33 მლრდ მ³-ი გაზის ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოაწერა
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, რომლის საერთო მოცულობა 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
Report-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა.
მან განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე აბშერონის საბადოდან ყოველწლიურად 15 წლის განმავლობაში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება მოწოდებული.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრაქტის მოქმედება 2029 წელს დაიწყება და 2040-იან წლებამდე გაგრძელდება.
„არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ჩვენ ამ გაზს ჩვენს ქვეყანას ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მივაწვდით“, – ხაზგასმით აღნიშნა ბაირაქტარმა.
თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EPDK) ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე აზერბაიჯანმა თურქეთში 9 მილიარდ 798.4 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა. ეს 3.5%-იანი ზრდაა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამჟამად აზერბაიჯანი ს შემდეგ თურქეთში ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.