თურქეთი თავისი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ლიბანში გემებს გაგზავნის

თურქეთი თავისი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ლიბანში გემებს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბანიდან 2000-მდე თურქეთის მოქალაქის ევაკუაციის მიზნით საზღვაო ძალების ორი გემი მერსინის პროვინციის პორტს დღეს დატოვებს.
თურქეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ევაკუაციის პროცესი საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.