თურქეთი აშშ-სთან ბირთვული ელექტროსადგურების პროექტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთი -სთან მსხვილი ბირთვული ელექტროსადგურებისა და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბირთვული ელექტროსადგურების კონფერენციაზე განუცხადა.
„აშშ სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, გაზარდოს თავისი ბირთვული ენერგეტიკული შესაძლებლობა და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, იუსუფ ჩეილანმა.
კონკრეტული პროექტების შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ განიხილება უკვე არსებული ელექტროსადგურები ან ახლების საკითხი.
„ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც მსხვილ ელექტროსადგურებთან, ისე მცირე მოდულურ რეაქტორებთან დაკავშირებით. ეს არის განზრახვის განცხადება“, – განაცხადა მან.
გასულ თვეს სააგენტო „როიტერთან“ საუბარში თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა თქვა, რომ ანკარა აშშ-სთან და სხვებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მცირე რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რათა ყველა შესაძლო ხერხით ვცადოთ, (რუსეთზე) მათი დამოკიდებულების შემცირება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ამასთან, ჩეილანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები ასევე გრძელდება სამხრეთ კორეასა და რუსეთთან შავი ზღვის რეგიონში, სინოპში მეორე ბირთვული სადგურის ასაშენებლად და ჩინურ კომპანიასთან ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მესამე ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად.

ასევე დაგაინტერესებთ