თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან