Samsun Haber-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ 23 წლის თავდამსხმელით გიორგი გულიაშვილით, რომელმაც წარმატებული სეზონი ჩაატარა, „სამსუნსპორი“ და „ტრაპზონსპორი“ დაინტერესდნენ.
გამოცემა წერს, რომ თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორის „სამსუნსპორის“ განვითარების სტრატეგია ახალგაზრდა ტალანტებით გუნდის დაკომპლექტებაა, ტექნიკური და სწრაფი ქართველი სწორედ ასეთი ფეხბურთელია, მას შეუძლია გუნდს მრავალფეროვნება და შეტევაში მობილურობა შესძინოს, თუმცა „ტრაპზონსპორის“ სახით ტრანსფერის საკითხში კონკურენტი ჰყავს.
აღნიშნულია, რომ გულიაშვილს ბოსნიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, სავარაუდო ფასი 2-3 მილიონი ევროა, თავად გიორგის კარიერის თურქეთში გაგრძელება სურს და „სამსუნსპორი“ მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება – ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და “კვარას” ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით “ბოტაფოგოსთან” – როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
