თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი 26 მაისს რუსეთში გაემგზავრება, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილოს, – ამის შესახებ იტყობინება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფიდანი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
სხვა საკითხებთან ერთად, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ამ ვიზიტით სურს ხაზი გაუსვას, რომ ანკარა მხარს უჭერს „რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას და გამოხატავს კმაყოფილებას ამ პროცესში ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო“.
ფიდანი ასევე შეხვდება რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის მოლაპარაკებებეში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმირ მედინსკის..
რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში 26-დან 27 მაისამდე გაგრძელდება.
ფორუმი
