თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ონჩუ კეჩელმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰაკან ფიდანი ბრიუსელში, 29 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მიიწვიეს.
„ჩვენ ამ მოწვევას მივესალმებით. ამას ვაფასებთ, როგორც ევროკავშირის მხრიდან დიალოგის ძიებას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიტიური მიდგომა მხოლოდ მსგავსი შეხვედრებით არ უნდა შემოიფარგლოს და აღნიშნა, რომ ანკარა „კონკრეტულ ნაბიჯებს“ მოელის, კერძოდ, გაწევრიანების, ვიზალიბერალიზაციის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება