თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kathimerini ავრცელებს.
ბერძნული მედიის ცნობით, დღეს ათენს ეწვევა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საბერძნეთის პრემიერთან შეხვედრას გამართავს.
„კირიაკოს, ჩემო მეგობარო, ჩვენ არ გემუქრებით, თუ თქვენ არ დაგვემუქრებით. თუ ჩვენს შორის არსებული განსხვავებები დიალოგის გზით მოგვარდება ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა ათენში ვიზიტის წინ.
შეხვედრის მთავარ საკითხს თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთს შორის ნდობის აღდგენას და მომავალში კონსტრუქციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან