თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია და დაწყებულია გამოძიება

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია.
მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება.
“ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიებები დაწყებულია. დაღუპულთა 19 ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება. ამ პროცესის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრეთ და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს”, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს