თურქეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა შვედეთის ნატოში შესვლას მხარი დაუჭირა

თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა შვედეთის ნატოში შესვლას.
თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ გადაწყვეტილება საბოლოოდ დასამტკიცებლად საკანონმდებლომ ორგანოს გენერალურ ასამბლეას გადაეგზავნება, სადაც კენჭს უყრიან.
2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის პრეზიდენტი დათანხმდა ნატოში შვედეთის მიღებას. გადაწყვეტილება კი ფორმალურად თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ერდოღანის კოალიცია აკონტროლებს.
შვედეთმა ნატოს წევრობა ში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. აღნიშნულს ნატოს წევრებიდან მხოლოდ უნგრეთი და თურქეთი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა დასავლელმა მოკავშირეებმა აღნიშნული წინაღობა მალევე დაძლიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება