თურქეთის თავდაცვის სამინისტრო C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდაზე – სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს

აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.