თურქეთიდან იუწყებიან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან განიხილა ღაზის საკითხი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა -ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 17 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას სთხოვა ვაშინგტონმა თავისი გავლენა გამოიყენოს საიმისოდ, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავდასხმები ღაზაზე და დასავლეთის სანაპიროზე – ამბობს წყარო თურქეთის დიპლომატიური წრეებიდან.
ფიდანმა ბლინკენს უთხრა, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს და განიხილოს ვითარების გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს დაარსების ფორმით – დასძენს წყარო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს შვედეთის მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებისაკენ – რისი რატიფიკაციაც თურქეთის პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია – და თურქეთის სურვილზე აშშ-სგან შეიძინოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.

ასევე დაგაინტერესებთ