“თურმე, ერთ ადამიანს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება… მათ ეშინიათ… თქვენ შეგიძლიათ რეჟიმის დამარცხება” – ხაბეიშვილის სიტყვა დაკავებამდე

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია ფორმულას შესასვლელთან დააკავეს, სანამ დაკავების განჩინებას გააცნობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, სუსის თანამშრომლები, მას საუბარს უკრძალავდნენ, მოასწრო შემდეგის თქმა:
მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ ეშინიათ… სუსს, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს, არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ძალა არის ქართველ ხალხში, ნურაფრის შეგეშინდებათ. მე ამის მოლოდინი მქონდა. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე, ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი.
ცნობისთვის, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ ივანიშვილის გეგმით, გადაყენებას უპირებენ კობახიძეს, ხოლო მდინარაძე “ჭორიკანა და ასინეთაა”, რომელსაც კონკრეტული დავალებები მისცა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს