თუკი საზოგადოების ბედი ასე აწუხებთ, რატომ იყო სიღარიბე მათ დროს 2-ჯერ მეტი!? რატომ იყო საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ ნაკლები!? რატომ იყო პენსია 3-4-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს არის?

თუკი საზოგადოების ბედი ასე აწუხებთ, რატომ იყო სიღარიბე მათ დროს 2-ჯერ მეტი!? რატომ იყო საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ ნაკლები!? რატომ იყო პენსია 3-4-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს არის?
„ცრუ ციფრები გამოფინეს. თუკი თითოეულ გამოფენილ ბანერს თუ ბროშურას ქვეშ მიაწერენ “2003-1012 წლები”, მაშინ ტყუილს ასცდებიან, რადგან ეს სრულ შესაბამისობაშია იმ დროსთან, როდესაც სწორედ ეს ვაჟბატონები იყვნენ ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მრავალშვილიანი დედის სტატუსი გააუქმა და საბავშვო ბაღები გაყიდა. „ვხედავთ, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით ამუშავებული დეზინფორმაციული მანქანა და ამას ხედავთ დღეს პარლამენტის დარბაზშიც.
ცრუ ციფრები გამოფინეს. თუკი თითოეულ გამოფენილ ბანერს თუ ბროშურას ქვეშ მიაწერენ 2003-1012 წლები, მაშინ ტყუილს ასცდებიან, რადგან ეს სრულ შესაბამისობაშია იმ დროსთან, როდესაც სწორედ ეს ვაჟბატონები იყვნენ ხელისუფლებაში. მინდა მათ ვკითხო, თუკი საზოგადოების ბედი ასე აწუხებთ, რატომ იყო სიღარიბე მათ დროს 2-ჯერ მეტი!? რატომ იყო საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ ნაკლები!? რატომ იყო პენსია 3-4-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს არის?! რატომ იყო ემიგრანტთა რიცხვი 5-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის!? რატომ იყო 2.5-ჯერ მეტი პატიმარი საქართველოში, ვიდრე დღეს არის!? ისინი ამ ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ დემოგრაფიაზე და მათ წარსულს შევახსენებ, რომ მათ გააუქმეს მრავალშვილიანი დედის სტატუსი, გაყიდეს საბავშვო ბაღები და რაც ვერ გაყიდეს, ფასიანი გახადეს ბავშვებისთვის. ასე რომ, დეზინფორმაციას თავი დაანებეთ, თუმცა, ამაზე შემიძლია ბატონ როზნერს მადლობა ვუთხრა, რომ თქვენი, როგორც მატყუარას სახე უფრო კარგად გამოფინა და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო კარგად ამოცნობადი გახდებით“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილების გადასინჯვას საელჩოში ახდენენ, მოსამართლე და მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი ხდება. „დეზინფორმაციული მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც არაკეთილსინდისიერი გზით, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა შემოიღეს, სწორედ რომ პოლიტიკური მიზნებისათვის – დამოუკიდებელი სასამართლო გახადონ სადღაც დამოკიდებული.
არაკეთილსინდისიერ მოთხოვნას, ასევე, დაუმატეს არაკეთილსინდისიერი ქმედება და როგორც აქ გამოფინეს, ასევე, ქუჩებშიც დაიწყეს ქართული სასამართლოს მადისკრედიტირებელი წარწერების გაკეთება. პრობლემაა, როცა გამოხატვის თავისუფლების სახელით მთავარ პოლიტიკურ მოედანზე პოლიციელს ცეცხლს უკიდებენ, სამართლის უზრუნველყოფის სახელით კი, მოსამართლის გადაწყვეტილების რევიზიას საელჩოში აკეთებენ, რა დროსაც ბულინგის მსხვერპლი ხდება არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ მისი ოჯახიც. ეს თავისუფლების დაცვის როგორი ფორმაა, როცა ასეთი ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მოსამართლეს? თანაც იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული ეს უფლებები“, – აღნიშნა დეპუტატმა.
Previous: სანქცირებულია, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ფულით

ასევე დაგაინტერესებთ

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“