თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია

თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია
ნებისმიერი ქვეყნის ელჩი თავისუფალია შეხვდეს იმას, ვისაც სურს – უნდა სახლში, უნდა საელჩოში. მეორე, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ელჩი ხვდება რადიკალებს, ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოებისგან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საფრანგეთის ელჩის და სერგის კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, თუკი საფრანგეთის ელჩს სურს მსგავსი შევედრების გამართვა – გამართოს, თუმცა ნუ გაუკვირდება ის რეაქციები და კომენტარები, რაც ამ ტიპის შეხვედრებს მოჰყვება.
„ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა, ეს არის ორმხრივი მოძრაობის გზა. თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს. მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, ვინც შეიძლება იყვნენ ამ შემთხვევაში მონაწილეები.
შეხვდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას. ესეც ხომ აჩვენებს სელექციურ მიდგომას?! ეს მისი უფლება არის, მისი არჩევანია. ესეც არის ვენის კონვენციის ნაწილი, რომ მას შეუძლია შეხვდეს ვისაც უნდა. მაგრამ მერე ნურავის ეწყინება, ჩვენ თუ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ. ეს არის სამართლიანი თამაშის წესები.
ზოგადად გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არის და ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნებოდა გამჭვირვალე ყოფილიყო ამ სახის კონტაქტები, თუმცა მისი არჩევანია. რაც უფრო ფარულია, უფრო მეტ კითხვებს იწვევს ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ამჯერად საელჩოში სერგი კაპანაძე მიიღო.
„ქრონიკის“ გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, თუ როგორ ტოვებს საელჩოს ტერიტორიას სერგი კაპანაძე ავტომობილით.
„ქრონიკა“ მეორე დღეა პასუხს ელის როგორც საფრანგეთის ელჩისგან, ასევე, სერგი კაპანაძისგან, თუ რა საკითხები განიხილეს ფარულ შეხვედრაზე, თუმცა ამ დრომდე ორივე მხარე დუმს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა