თუკი ოპოზიციის მხრიდან “მშვიდობიანი დამხობის მცდელობა” იქნება, პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად

თუკი ოპოზიციის მხრიდან “მშვიდობიანი დამხობის მცდელობა” იქნება, პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებს მედიასთან ეხმიანება.
“რადიკალებს დესტრუქციით სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ცდილობენ ჰექსოგენით, ტროტილებით, მოლოტოვის კოქტეილებით, წიწაკის სპრეითა და რევოლუციური გზამკვლევებით მოვიდნენ ხელისუფლებაში”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ თუ რადიკალებს ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, უმჯობესი იქნებოდა ამომრჩეველთან პირისპირი შეხვედრები მოეწყოთ.
„ოპოზიცია ისევ მიუღებელ გზას ადგას – დესტრუქციით სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ცდილობენ ჰექსოგენით, ტროტილებით, მოლოტოვის კოქტეილებით, წიწაკის სპრეითა და რევოლუციური გზამკვლევებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა მათ არა ამ მეთოდებით, არამედ ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობით ემუშავათ, თუკი ხელისუფლებაში მოსულა სურთ. რაც შეეხება მშვიდობიანი დამხობის მცდელობას, თუკი ასეთი მცდელობა იქნება პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში