“თუკი იქნება მოქალაქეების აქტიურობა, შეგვიძლია დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა” – სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება

“თუკი იქნება მოქალაქეების აქტიურობა, შეგვიძლია დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა” – სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება
“ჩემი ხმა ევროპას!” – სამოქალაქო საზოგადოების 30-მდე ორგანიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეების ხმის დასაცავად ერთიანდება. ისინი საინფორმაციო კამპანიას დღეს, 18:00 საათზე, დედაენის ბაღში დაიწყებენ.
ორგანიზაციები 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციას სთავაზობენ, რათა მაღალი ჩართულობით შეძლონ ამომრჩევლის ხმების დაცვა მომავალ არჩევნებზე.
“30-მდე ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ კოალიციურად და 18 წლის ასაკს მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს ვთავაზობთ, რომ დარეგისტრირდნენ ჩვენი დამკვირვებლების ბაზაში. ჩვენი გეგმები არის ის, რომ დავაკვირდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველა საარჩევნო უბანზე გვყავდეს დამკვირვებელი. რა თქმა უნდა, ვიყოთ, კოორდინაციაში, კომუნიკაციაში სხვა სადამკვირვებლო მისიებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ თუკი იქნება აქტიურობა მოქალაქეების მხრიდან, თუკი ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ გვეყოლება მომზადებული და კეთილსინდისიერი დამკვირვებელი, ჩვენ შეგვიძლია, რომ დავიცვათ ჩვენი, თქვენი და თითოეული ადამიანის ხმა,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული