თსუ-ს სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების “ილიას”, “დავითის” და “პოლიტიკური სკოლის” წევრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.
თსუ-ს ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, სტატუსის მინიჭებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამჟამად დგას ქვეყნის წინაშე. სტუდენტებსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გაიმართა საინტერესო ინტერაქციული დისკუსია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე დაესწრნენ საკომიტეტო სხდომას და მოისმინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ