თსუ-სთან „კარვების აქცია” დაშალეს

საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ტერიტორიიდან კარვები აღებულია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა. საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანეს მელიქიშვილის გამზირისკენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ს განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას. ეს საქართველოა, ეს ევროპაა, ეს არ არის . სანამდე უნდა აწვებოდნენ თავისუფლების მოყვარე ხალხს?!”, – უთხრა მედიას ნიკა მელიამ.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად -მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად
ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს