თორნიკე შენგელიას მოედანზე დაბრუნება 10 იანვარს დაიგეგმა

ბოლო პროგნოზით, შენგელია “ვირტუსის” დახმარებას 10 იანვარს შეძლებს, როდესაც “ვირტუსმა” ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში “ბასკონიას” უნდა უმასპინძლოს. თორნიკემ ბოლოს ბოლონიელთა მაისურით სწორედ თავის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 12 დეკემბერს ითამაშა. მაშინ “ვირტუსმა” “ბასკონიასთან” გასვლითი
შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო (82:81), თავად ქართველმა ფორვარდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 10 მოხსნა).
როგორც დაიგეგმა, მომდევნო 2 კვირა თორნიკე სპორტულ დარბაზში, კონდიციების შესანარჩუნებლად ივარჯიშებს, შემდეგ კი მოედანსაც დაუბრუნდება. მისი თამაში 10 იანვარს, ევროლიგაში, სწორედ “ბასკონიასთან” იგეგმება. კარგი ამბავია, რომ ასეთ შემთხვევაში, შენგელიას ეროვნულ ნაკრებში თამაშს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩი ყოფნა-არყოფნისაა. 21 თებერვალს ჩვენი გუნდი დანიას მასპინძლობს და თუ იმარჯვებს, ევრობასკეტზე გადის.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში