თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კონტაქტური, ადეკვატურია და ასრულებს მარტივ დავალებებს – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.
მისივე თქმით, ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა ალაგებულია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გამარტივებულია და პროტოკოლის შესაბამისად მკურნალობა გრძელდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება. კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე – ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას